საიტის ნავიგაცია

12 უცნაური და სახალისო კანონი | DamaG.Ge აქ ყველაფერია თქვენთვის...

ტოპ ფილმები

კარტი, ფული და ორი ლულა (ქართულად)

Beauty and the Beast / მზეთუნახავი და ურჩხული (ქართულად)

Easy A / მსუბუქი ყოფაქცევის ხუთოსანი (ქართულად)

Lady and the Tramp / ლედი და მაწანწალა (ქართულად)

Notre-Dame de Paris / პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ქართულად)

The English Patient / ინგლისელი პაციენტი (ქართულად)

ბორტს მიღმა / Overboard (ქართულად)

The Experiment / ექსპერიმენტი (ქართულად)

Ghost Rider: Spirit of Vengeance / მრბოლელი მოჩვენება 2 (ქართულად)

Bruce Almighty / ყოვლის შემძლე ბრიუსი (ქართულად)

დაალაიკეთ Facebook გვერდი

გამოკითხვა

გვირჩიეთ რა დავამატოთ საიტზე?
პასუხის რაოდენობა: 257

მეგობარი საიტები

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

არეკლამე შენი ბიზნესი


მინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე უცნაური კანონი მთელი მსოფლიოდან. როგორც ვიცით უცნაური კანონების შექმნაში აშშ ნამდვილი რეკორდსმენია, თუმცა არც სხვები ჩამორჩებიან. 


1)ქალაქი სადაც აკრძალულია სიკვდილი: თუ თქვენ მუდამ აპირებთ ცხოვრებას მაშინ გაემგზავრეთ ნორვეგიის შორეულ ქალაქ ლონგინბიუენში. აქ კანონით აკრძალულია სიკვდილი, რადგან გვამები სიცივის გამო მიწაში არ იხრწნებიან. თუ ვინმე ავად გახდება ის სასწრაფოდ გადაჰყავთ სამხრეთით, სადაც მას კანონთან პრობლემების გარეშე მშვიდად შეუძლია გარდაიცვალოს.


2)აკრძალვა საღეჭ რეზინზე: სინგაპურში თქვენ შეიძლება ციხეში მოხვდეთ საღეჭი რეზინის გამო. ეს აკძალვა 1992 წელს შემოიღეს. ერთადერთი გამონაკლისი ნიკოტინიან საღეჭ რეზინებზეა დაშვებული ისიც ადამიანმა სპეციალური რეცეპტი უნდა მიიღოს.


3)არადელიკატური დელიკატესი: ბრუნეიში, მალაიზიასა და ინდონეზიაში ბევრს ძალიან უყვარს ტროპიკული ხილი დურიანი, თუმცა მისი ჭამა საზოგადოებრივ ადგილებში აკრძალულია. ეს გამოწვეულია იმით, რომ მიუხედავად სასიამოვნო გემოსა ხილს აქვს ძალზე ცუდი სუნი, რომელიც მოგაგონებთ ნიორის, ძველი თევზის და კანალიზაციის სუნის ნარევს.


4)დანიაში თქვენ გაქვთ უფლება არ გადაიხადოთ თანხა კაფეში თუ თავს დანაყრებულად არ იგრძნობთ.


5)გასუქების აკრძალვა: იაპონიაში გასუქება კანონითაა აკრძალული. მიუხედავად იმისა, რომ სიმსუქნის მაჩვენებელი აქ ყველაზე მცირეა (5%), 2009 წელს ხელისუფლებამ შემოიღო კანონი სადაც მიღებულია წელის გარშემოწერილობის მაქსიმალური მაჩვენებელი. 40 წელს ზემოთ მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 80 სმ-ს, ხოლო ქალებში 90 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.


6)ნუ ივლით ტაილანდში ქვედა საცვლების გარეშე: ტაილანდში ლოიალურად არიან განწყობილები ნებისმიერი ეკზოტკური სექსუალობის გამოვლენის მიმართ, მაგრამ აქ აკრძალულია სახლიდან საცვლების გარეშე გამოსვლა და ავტომობილის ტარება ზედატანის გარეშე. ასევე აქ აკრძალულია ნებისმიერ ადგილობრივ ფულზე ფეხის დაბიჯება, ხოლო მეფის შეურაცხყოფისათვის შესაძლოა 15 წლით ჩაგსვან ციხეში.


7)ნუ ირბენთ გახდილი კენიაში: თუ თქვენ კენიაში ხართ და უცებ თქვენმა გამცილებელმა შემოიხია ტანსაცმელი ნუ იჩქარებთ მას მიბაძოთ. შიშველი სიარული აქ მხოლოდ ადგილობრივებისთვისაა დასაშვები. უცხოელებისათვის ეს სასტიკად აკრძალულია.


8)აუცილებლად შეიხედეთ ავტომობილის ქვეშ დანიაში: ავტომობილის დაძვრისას დანიაში აუცილებელია შეიხედოთ მის ქვეშ და შეამოწმოთ ხომ არ სძინავს იქ ბავშვს.


9)ითმინეთ დილამდე შვეიცარიაში: შვეიცარიაში აკრძალულია უნიტაზის ჩარეცხვა 10 საათის შემდეგ. ალბათ იქ სმენა უფრო კარგადაა განვითარებული ვიდრე ყნოსვა.


10)ნუ ჩაიცმევთ კამუფლაჟის ტიპის ტანსაცმელს ტრინიდადსა და ტობაგოში: ამ ტანსაცმლის ჩაცმა აკრძალულია, რათა ადგილობრივი მოსახლეობა არ დაიბნეს და გაარჩიოს ჯარისკაცი ჩვეულებრივი მოქალაქისაგან.


11)კანონი უცხოპლანეტელების წინააღმდეგ: 1986 წლის "ღია კოსმოსის შესახებ" კანონის შესაბამისად. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეუძლია მიიღოს სათანადო ზომები უცხოპლანეტელთა შემოჭრის თავიდან ასაცილებლად თუ მათ არ აქვთ შესაბამისი ლიცენზია. თუ უცხოპლანეტელები წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტს მათ თავისუფლად შეუძლიათ დააყენონ თავისი მფრინავი თევშები ბენზინგასამართი სადგურების გვერდით.


12)ალკოჰოლური კანონები: სენტ ლუისში აკრძალულია ლუდის ქუჩაში დალევა. ჩიკაგოში შეიძლება დაგაპატიმრონ ალკოჰოლური სასმელების ფეხზე მდგომ მდგომარეობაში დალევის გამო. ქალაქ ტოპიკაში (კანზასი) კანონი კრძალავს ღვინის მირთმევას ჩაის ფინჯნებით, კლივლენდში ბოთლიდან ვისკი შეიძლება დალიოს მხოლოდ ერთმა ადამიანმა. ქალაქ სასკაჩევანში (კანადა) აკრძალულია ლუდის ბარებში წყლის დალევა.






gn: center;">
დატოვეთ კომენტარი




შეიყვანეთ კოდი ╚►