საიტის ნავიგაცია
ტოპ ფილმები
კარტი, ფული და ორი ლულა (ქართულად)
Beauty and the Beast / მზეთუნახავი და ურჩხული (ქართულად)
Easy A / მსუბუქი ყოფაქცევის ხუთოსანი (ქართულად)
Notre-Dame de Paris / პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ქართულად)
Lady and the Tramp / ლედი და მაწანწალა (ქართულად)
The English Patient / ინგლისელი პაციენტი (ქართულად)
ბორტს მიღმა / Overboard (ქართულად)
The Experiment / ექსპერიმენტი (ქართულად)
Bruce Almighty / ყოვლის შემძლე ბრიუსი (ქართულად)
Ghost Rider: Spirit of Vengeance / მრბოლელი მოჩვენება 2 (ქართულად)
დაალაიკეთ Facebook გვერდი
გამოკითხვა
მეგობარი საიტები
სტატისტიკა
სიძე დათაფლული ხმით ეუბნება სიდედრს:
- დედიკო, ახალ წელს ერთად შევხვდეთ, ეს წელი ხომ თქვენი წელია - გველის წელი.
სვანს ეკითხებიან:
- რა გადაწყვიტეთ ახალ წელზე?
- მოვიდეს!
ცოლ-ქმარი მეგობრებს:
- გვეწვიეთ ახალ წელს!
- სამწუხაროდ, ვერ შევძლებთ..
- რა საყვარლები ხაააართ!
რას ასწავლიან ჩუქჩები პირველ რიგში ახალ ფეხადგმულ ბავშებს?
- ყვითელი თოვლის ჭამა არ შეიძლება!
ოჯახში 2 ბავში იყო - ერთი პესიმისტი, მეორე კი ოპტიმისტი. საახალწლოდ მშობლებმა გადაწყვიტეს ისეთი საჩუქრები გაეკეთებინათ, რომ მათი ემოციები გაეთანაბრებინათ (ცოტათი მაინც). პესიმისტს ცხენი უყიდეს, ოპტიმისტს კი - ცხენის განავალი. დილით პესიმისტმა სჩუქარი ნახა და ამბობს:
- ვაა, ცხენი!.. პატარაა, დიდი მინდოდა, ყავისფერია, მე კი ნაცრისფერი მინდოდა.. ეს ხისაა, მე კი - ცოცხალი მინდოდა..
ოპტიმისტმა ნახა თავისი საჩუქარი და ამბობს:
- ჩემი კი ცოცხალია, ეგაა, რომ მოისაქმა და გაიქცა!
ებრაელი თოვლის პაპა:
- აბა, ბავშვებო, იყიდეთ საჩუქრები!
- მამმ.. იცი რომელი მატარებელი იგვიანებს ყველაზე მეტად?
- რომელი, შვილო?
- რომელი და.. შარშან ახალ წელს რომ შემპირდი, ის!
როგორ გაატარე ახალი წელი?
არ ვიცი, ჯერ არავის მოუყოლია!
განცხადება:
„ფიფქიას 90/60/90 ესაჭიროება თოვლის ბაბუა კარგი საჩუქრებით."
- როგორ გაატარე ახალი წელი?
- როგორც საჩუქარმა.
- ეგ როგორ?
- მთელი ღამე ნაძვის ხის ქვეშ ვეგდე!
მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:
- ვინ უნდა იყოთ საახალწლო კარნავალზე?
- მასწ.. მე წითურ მაისურს ჩავიცმევ, წითურ ქვედაბოლოს და მელაკუდა ვიქნები! - თქვა მარიმ.
- შენ ვინ იქნები? - ახლა მაკას ეკითხება მასწავლებელი.
- მე ციყვი, მასწ.. ფუმფულა კუდს გავიკეთებ და..
- შენ? - ახლა ჯონდოს მიუბრუნდა მასწავლებელი.
- მე ყავისფერ სვიტერს ჩავიცმევ, ყავისფერ შარვალს, ყავისფერ ფეხსაცმელებს, მასწავლებელო, და.. ვიქნები განავალი!
- კუთხეში დადექი, შე უზრდელო! - იკივლა მასწავლებელმა.
- მე კი დავდგები, მასწ, მაგრამ იქიდანაც შეგაწუხებთ ჩემი სუნი!
მამაკაცის ზრდის სტადიები:
I სტადია - მას სჯერა თოვლის ბაბუის,
II სტადია - აღარ სჯერა თოვლის ბაბუის,
III სტადია - თავად ხდება თოვლის ბაბუა.
ახალ წელს სტუმრად მყოფი გოგონა შეამჩნევს, რომ მისაღებში რბილი ავეჯი სწორედ იმ ქსოვილითაა დაფარული, რომლითაც მისი კაბაა შეკერილი.
- ღმერთო, ჩემო, მთელი საღამო შეუჩერებლად მომიწევს ლაპარაკი! - გადაუჩურჩულა მან მეგობარს.
- რატომ?
- ვინმეს სავარძელი არ ვეგონო და არ დამაჯდეს!
- თოვლის პაპავ, დიდი მადლობა საჩუქრისთვის!
- არ ღირს სამადლობელოდ!
- ჰო, მეც ეგრე ვფიქრობ, მაგრამ დედამ მითხრა, თოვლის ბაბუას საჩუქრისთვის მადლობა უთხარიო და..
ყველაზე მოკლე დღე 1 იანვარსაა: იღვიძებ და უკვე ღამდება!
- ქეთუშ, სად შეხვდი ახალ წელს?
- როგორც ყოველთვის, საწოლში..
- ხალხი ბევრი იყო?
პატარა ირაკლიმ თოვლის პაპას წერილი გაუგზავნა:
„თოვლის ბაბუა, თუ შეიძლება ახალ წელს ძმა მაჩუქე!"
მეორე დღეს თოვლის პაპასგან საპასუხო წერილი მიიღო:
„სიამოვნებით, ოღონდ ჯერ შენი დედიკო გამომიგზავნე!"
- ექიმო, მიშველეთ რამე, ჩემთვის ყველაფერი სექსთან ასოცირდება!
- კეთილი. აბა, შევამოწმოთ: მაგალითად მზე?
- აუუ, ისეთი ფუმფულაა და მხურვალე..
- არაყი?
- სექსივით მალე მთავრდება.
- ახალი წელი?
- ეს ხომ საერთოდ: დიდხანს ემზადები და როცა ეს დრო დადგება, უკვე საშინლად გეძინება!
|